რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ამაღლების დღესასწაულს ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ მრევლს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას და მსოფლიოს ყველა მართლმადიდებელს. ამაღლების დღესასწაული მაცხოვრის აღდგომიდან მეორმოცე დღეს მოწაფეთა თვალწინ, იესო ქრისტეს ზეცად ამაღლებას უკავშირდება. ყველა მართლმადიდებელს გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, უფლის მფარველობას და გაძლიერებას გისურვებთ თქვენ, თქვენს ოჯახებსა და სრულიად საქართველოს!
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
