მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
გილოცავთ ახალ 2020 წელს!
31.12.2019
1 / 1


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ყველა რელიგიურ კონფესიას გილოცავთ ახალ 2020 წელს!

საქართველოს სახელმწიფო, ისტორიულად ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა საქართველოს რელიგიურ მრავალფეროვნებას, შემწყნარებლობის კულტურის დამკვიდრება მრავალ საუკუნეს ითვლის ჩვენს ქვეყანაში.  განვილილი 2019 წელი უამრავი გამოწვევისა და სასიკეთო ცვლილებების წელი იყო საქართველოში ტოლერანტული გარემოს ხელშეწყობის, ადამიანის უფლებების დაცვის, რელიგიური ორგანიზაციების განვითარებისა და მათი წინ სვლის საქმეში.

ბედნიერი ყოფილიყოს დამდეგი 2020 წელი. მშვიდობას, კეთილდღეობას, წარმატებებს  გისურვებთ თითოეულ თქვენგანს, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, ყველა რელიგიური თემის წარმომადგენელს, ვისაც საკუთარი წვლილი შეგაქვთ საქართველოს ნათელი მომავლის მშენებლობაში. 2020 ყოფილიყოს ჩვენი სამშობლოს გაერთიანებისა და გამთლიანების წელი. დაესწარით მრავალს მეგობრებო!

 





View Larger Map