რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებელ მრევლს წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის ხსენების დღეს ულოცავს. ნიკოლოზ საკვირველმოქმედი საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთ მფარველად ითვლება, რომელიც არ ტოვებს და მფარველობს განსაცდელში მყოფთ, მწუხარეთა და ტანჯულთ. გილოცავთ ყველა მართლმადიდებელს, წმინდა ნიკოლოზის სასწაულმოქედი მადლი გფარავდეთ თქვენ, თქვენს ოჯახებსა და სრულიად საქართველოს!
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
