მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
გიორგობა ჰერეთში
07.05.2022
1 / 10


მართლმადიდებლური სამყარო გიორგობას აღნიშნავს - დღეს წმინდა დიდმოწამე გიორგი კაბადოკიელის აღსრულების დღეა. დღესასწაულთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის კახის რაიონში დელეგაცია გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც არიან საქართველოს საპატრიარქოს, პარლამენტის, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, კახეთის გუბერნიისა და ლაგოდეხის მერიის წარმომადგენლები, კერძოდ: ახალციხისა და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტი, ხორნაბუჯის, ჰერეთის და ნეკრესის ეპარქიის დროებითი მმართველი, მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) და საპატრიარქოს წარმომადგენლები, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს თანამშრომლები, პარლამენტის წევრები ირაკლი ქადაგიშვილი და გურამ მაჭარაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახეთში, გივი მეტრეველი და რწმუნებულის აპარატის თანამშრომლები, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე, კარლო ჯამბურია.

დელეგაციის წევრები ეწვივნენ კახის რაიონს, სადაც წმინდა გიორგის ტაძარში წირვა აღავლინეს ახალციხისა და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტმა, თეოდორემ და კახის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარმა, მღვდელმა  პეტრე ხუმარაშვილმა.

ქადაგების ბოლოს, მიტროპოლიტმა თეოდორემ მადლობა გადაუხადა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს, ზაზა ვაშაყმაძეს, რომლის დიდი დამსახურებაცაა, მეუფის თქმით, დელეგაციის სტუმრობა კახში.