მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
გიორგობა ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში
07.05.2022
1 / 11


ჰერეთში ვიზიტად მყოფი საქართველოს საპატრიარქოსა და ხელისუფლების წარმომადგენლები ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარს ეწვივნენ და დაესწრნენ პარაკლისს, რომელიც ახალციხისა და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტმა, ხორნაბუჯის, ჰერეთის და ნეკრესის ეპარქიის დროებითმა მმართველმა, მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) გადაიხადა.

            ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია ისტორიული ჰერეთის ქართველობის მთავარი რელიგიური სიწმინდე და სალოცავია. ამდენად, დელეგაციის წევრებისთვის გიორგობის დღესასწაულის, წმინდა დიდმოწამე გიორგი კაბადოკიელის აღსრულების დღის  აქ შეხვედრას სიმბოლური მნიშვნელობაც ჰქონდა.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან ახალციხისა და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტი, ხორნაბუჯის, ჰერეთის და ნეკრესის ეპარქიის დროებითი მმართველი, მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) და საპატრიარქოს წარმომადგენლები, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს თანამშრომლები, პარლამენტის წევრები ირაკლი ქადაგიშვილი და გურამ მაჭარაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახეთში, გივი მეტრეველი და რწმუნებულის აპარატის თანამშრომლები, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე, კარლო ჯამბურია.

დღესვე დელეგაცია თბილისში გამოემგზავრა.