მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
გთხოვთ, მადლიერნი იყოთ საქართველოში არსებული უსაფრთხოებით, მშვიდობითა და რელიგიური ტოლერანტობით
12.01.2015
1 / 1


08 იანვარი 2015

5  და 8 იანვარს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ  ბათუმსა და თბილისში საზეიმოდ აღნიშნა წმიდა მუჰამედ  და ისა  (იესო) შუამავლების  მოვლინების   დღე. თბილისში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე შეკრებილთ სიტყვით მიმართა ირანის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში აბას თალებიფარიმ:

„მინდა მოგილოცოთ ორი ღირსეული წინასწარმეტყველის, მუჰამედისა და იესო ქრისტეს დაბადების დღეები. მიმაჩნია, რომ ეს დიდებული ცერემონია ოფიციალურია და ამავე დროს სასიკეთოა. ოფიციალურია, რადგან ესწრება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი რამინ იგიდოვი და ასევე საქართველოში სუნიტ მუსლიმთა მუფტი იასინ ალიევი; და სასიკეთოა ამ ორი დალოცვილი წინასწარმეტყველის დაბადების დღეების გამო.

            ნათელია, რომ ყველა დიდებული წინასწარმეტყველის მიზნები და მიდგომები სამ საერთო პრინციპს ეფუძნება:

  • საერთო წარმოდგენა წარმომავლობაზე;
  • საერთო წარმოდგენა დასასრულზე;
  • კაცობრიობისათვის საერთო ღირებული ნორმების შემუშავება.

მაგალითად, წინასწარმეტყველი მუჰამედი არის მორალური ღირებულებების, სიკეთისა და სამართლიანობის მაცნე, ისევე, როგორც იესო ქრისტე, რომელიც მსგავსად ფიქრობს. მოუთმენლად ველი იმ ხიდის შექმნას, რომელიც შეძლებს ამ დალოცვილი დაბადების დღეებისა და რელიგიების დაკავშირებას.

            ყურანის მიხედვით, იესოს დაბადების დღე დიდი სასწაულია, რადგანაც ადამიანები იბადებიან მშობლებისგან, მაგრამ იესო ქრისტე იშვა ყოვლისშემძლე ღმერთისგან. ამგვარად, ყურანის მიხედვით, იესოს ეწოდა „რუჰოლა“ (ღმერთის სული).

ასევე იესოს ცხოვრება სავსე იყო ნამდვილი სასწაულებით, რადგან იესოს მკვდრეთით აღდგენა შეეძლო. როგორც თქვენ ჯეროვნად გათვითცნობიერებულნი ხართ, მხოლოდ ღმერთს შეუძლია მკვდრის გაცოცხლება, მაგრამ წინასწარმეტყველი მუჰამედის მოძღვრების მიხედვით, ქრისტეც აკეთებდა იგივეს. მაშინ, როდესაც ყველა ადამიანი კვდება, იესო ქრისტეს გარდაცვალება იყო სასწაული, რადგან იგი რეალურად აღსდგა. შესაბამისად, ყურანის თანახმად, იესოს დაბადება, ცხოვრება და აღდგომა სასწაულია. ასე რომ, მას აქვს დიდი და ღირსეული ადგილი ისლამში და განსაკუთრებით, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში.

            ამ შეხედულებებისა და ისლამური მიდგომების მიხედვით, ქრისტიანებს შეუძლიათ ჰქონდეთ სრულყოფილი სოციალური ცხოვრება ირანში, მათ აქვთ რამდენიმე ეკლესია, საავადმყოფო, სპორტული მოედანი, სკოლა და წარმომადგენლობა პარლამენტში, ასევე შეუძლიათ ისარგებლონ ეროვნული რესურსებითა და კომუნალური მომსახურებით.

ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა ხაზი გავუსვა და გირჩიოთ ორი რამ:

  1. გთხოვთ, მადლიერნი იყოთ საქართველოში არსებული უსაფრთხოებით, მშვიდობითა და რელიგიური ტოლერანტობით. შეგიძლიათ  დარწმუნებულნი იყოთ, რომ ეს სიტუაცია თქვენი მთავრობის მიერ უამრავი დაგეგმვისა და პოლიტიკის შემუშავების შედეგია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის 80% ქრისტიანია, საქართველოს მთავრობა სათანადო ფორმითა და ტოლერანტობით ქნის კარგ სოციალურ, კულტურულ და სამოქალაქო ატმოსფეროს ყველა რელიგიური უმცირესობისათვის, მათ შორის მუსულმანებისათვის, თავიანთი რელიგიური მოვალეობებისა და მისიის შესასრულებლად.
  2. გთხოვთ, მაქსიმალურად ეცადოთ ისწავლოთ ქართული ენა, რადგან თქვენ ხართ ქართველები და უნდა გაგაჩნდეთ ეროვნული ერთგულება. რა თქმა უნდა, თქვენ უნდა შეგეძლოთ ისაუბროთ და წეროთ ქართულად, რათა იყოთ ეფექტური და ნაყოფიერი თქვენი ქვეყნისათვის, თქვენი ქვეყნის სტაბილურობისათვის და თქვენი ქვეყნის განვითარებისათვის“.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 






View Larger Map