მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარის ვიზიტი საქართველოში
19.07.2016
1 / 4


დღეს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე შეხვდა აშშ-ს ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარს, იმან მასმუდს. იმან მასმუდი დაინტერესებულია მსოფლიოს მასშტაბით მუსლიმთა საკითხების კვლევით. მისი ინტერესების სფეროშია მუსლიმთა უფლებებისა და განათლების საკითხები.

            დღეს გამართულ შეხვედრაზე, ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს წარუდგინა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობა მუსლიმ თემთან მიმართებით, მოუთხრო  მუსლიმთა უფლებების დაცვის, საზოგადოებაში მათი უკეთესი ინტეგრირების თვალსაზრისით სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.

            იმან მასმუდმა დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების აქტივობა ამ თვალსაზრისით და გამოთქვა სააგენტოსთან თანამშრომლობის სურვილი. საქართველოში ჩამოსვლამდე ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარი, ანალოგიური მისიით მალაიზიაში იმყოფებოდა.






View Larger Map