რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, საჩხერეში ჰუმანიტარული აქცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, თავმჯდომარის მოადგლემ, გიორგი უკლებამ და სააგენტოს თანამშრომლება საჩხერის წმინდა ნინოს სახელობის სკოლა-პანსიონს 90 ყუთი ტანსაცმელი გადასცეს. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ჭიათურისა დასაჩხერის მიტროპოლიტი დანიელი, კაცხის სვეტის მონასტრისა და მღვიმევის დედათა მონასტრის წინაძღვრები.
სააგენტოს თანამშრომლები დაინტერესდნენ ადგილობრივი სკოლა-პანსიონისა და მრევლის საჭიროებებით. აღსანიშნავია, რომ საქველმოქმედო აქცია საჩხერეში მესამედ იმართება.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 