მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ჰუმანიტარული აქცია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში
08.11.2019
1 / 7


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით სახარების ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის წარმომადგენლებმა მართლმადიდებელი ეკლესიის ახალციხის, ტაო-კლარჯეთის და ლაზეთის ეპარქიას გადასცეს დიდი რაოდენობით ტანისამოსი, როგორც ბავშვებისთვის ასევე უფროსებისთვის, რაც რეგიონის სოციალურად დაუცველი მოსახელობისთვის მნიშვნელოვანი დახმარებაა.

ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) გულითადი მადლობა გადაუხადა მისია „ფრიდენსბოტეს“ და სახარების ქრისტიან-ბაპტისტთა კავშირის წარმომადგენლებს დახმარებისათვის, მისი განცხადებით დახმარება, ყველა სოციალურად დაუცველ ოჯახზე თანაბრად გადანაწილდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახარების ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირი აქტიურად თანამშრომლობს რელიგიის სააგენტოსთან და მონაწილეობს ყველა ღონისძიებაში, რომელიც სააგენტოს ინიციატივით იმართება ინტერრელიგიური დიალოგის ხელშეწყობის მიზნით. 

 





View Larger Map