8 ნოემბერს, ილიაობის დღესასწაულზე, ყვარელში გამოფენა - "ილია და რელიგიური ტოლერანტობა" გაიხსნა. გამოფენა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის ორგანიზებით გაიმართა. გამოფენის გახსნას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე და მუსლიმთა თემის წარმომადგენლები : რამინ იგიდოვი, იასინ ალიევი, ბეგლარ ქამაშიძე , ებრაული თემიდან- რაბინი ბენსიონ ისრაელაშვილი, სომხური ეკლესიდან - არქიმანდრიტი ჰორენ ჰოვანესიანი და მართლმადიდებელი ეკლესის წარმომადგენელი, მიტროპოლიტი სერგი ესწრებოდნენ.
გამოფენის გახსნაზე, რელიგიურ ორგანიზაციათა წარმომადგენლების მისასალმებელ სიტყვებში ხაზი გაესვა საქართველოში, საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ტოლერანტულ გარემოს და იმ დიდ როლს, რაც ამ კუთხით ილია ჭავჭავაძემ შეასრულა. დამთვალიერებლებს, სხვა ექსპონატებთან ერთად, წარუდგინეს ილიასეული ბიბლია და ყურანი. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ მუზეუმს საჩუქრად გადასცა ბიბლია, ყურანი და რელიგიის თავისუფლებისადმი მიძღვნილი კრებული.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
