დღეს შიიტი მუსლიმები, პირველი იმამის, ალის (ალი იბნ აბუ ტალიბი, მეოთხე მართლმორწმუნე ხალიფა, 601-661 წ.წ.) დაბადების დღეს აღნიშნავენ. მუსლიმური წყაროების თანახმად, ალი იყო პირველი მამაკაცი, რომელმაც მიიღო ისლამი. იმამ ალი მუსლიმურ სამყაროში დიდი მნიშვნელობის მქონე ისტორიული ფიგურაა, როგორც სულიერად, ისე პოლიტიკურად.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ამ დღეს საქართველოს შიიტ მუსლიმებს, მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებ მათ.