მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
ინტერ-რელიგიური სათათბირო
რუსთავში ევანგელურ-პროტესტანტულმა ეკლესიამ ნაყოფების დღესასწაული აღნიშნა
18.10.2020
1 / 5


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს წარმომადგენლები დღეს რუსთავს ეწვივნენ, სადაც ევანგელურ-პროტესტანტულმა ეკლესიამ ნაყოფების დღესასწაული აღნიშნა.

რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელთათვის და მრევლისთვის ეს დღე სხვა მხრივაც მნიშვნელოვანი იყო: დღეს ეკლესიის სატრაპეზო გაიხსნა. როგორც ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის უფროსმა პასტორმა, გიორგი ჩიტაძემ  თავის გამოსვლაში აღნიშნა, სწორედ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და მისი თავმჯდომარის უშუალო ჩართულობის შედეგად, 2016-2018 წლებში, სახელმწიფოსგან გადაეცათ ეკლესიის შენობის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით და დამატებით მიწის ნაკვეთი (საერთო ფართი 250 კვ.მ), სადაც მოეწყო სატრაპეზო. უფროსმა პასტორმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს თავმჯდომარეს რელიგიური გაერთიანების მიმართ არაერთგზის აღმოჩენილი თანადგომისათვის.

სააგენტოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა სააგენტოსა და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის დიალოგის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე სააგენტოსა და ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიას შორის ჩამოყალიბებული კონსტრუქციული თანამშრომლობის მკაფიო გამოხატულებაა. ზაზა ვაშაყმაძის თქმით, სახელმწიფო კვლავაც გვერდში დაუდგება რელიგიურ თემებს, რაც ჩვენი ქვეყნის ტოლერანტული ბუნების კიდევ ერთი გამოხატულება და იმ პრინციპების ერთგულებაა, რასაც დემოკრატიული, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობა ჰქვია.






View Larger Map