მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ინტერრელიგიური სათათბირო პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელს შეხვდა
08.12.2023
1 / 10


დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ინტერრელიგიური სათათბიროს წევრები და რელიგიის სააგენტოს თანამშრომლები სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის წარმომადგენელს, ია იმერლიშვილს შეხვდნენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძის თქმით, შეხვედრის მიზეზი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის ინიციატივაა, რომელიც  პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და მათი სულიერი და რელიგიური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად სხვადასხვა რელიგიურ კონფესიებთან მჭიდრო თანამშრომლობას და ამ პროცესში რელიგიის სააგენტოს აქტიურ ჩართვას ითვალისწინებს.

მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ია იმერლიშვილმა ინტერრელიგიური სათათბიროს წევრებს გააცნო ის აქტივობები, რომელთა განხორციელებაც შესაძლებელია მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის მიზნით. კერძოდ, ესაა სამოქალაქო, რელიგიურ დღესასწაულებზე თუ სხვა დღეებში ერთობლივი კულტურულ-საგანმანათლებლო  ღონისძიებებისა და აქტივობების მოწყობა, რომლებიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მოწყვლადი ჯგუფებისთვის - წიგნები, ლექციები, სხვადასხვა ხელსაქმის შესწავლა, რელიგიური რიტუალებისთვის საჭირო ნივთები, ტანსაცმელი და სხვა.

ინტერრელიგიური სათათბიროს წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს ია იმერლიშვილს. მათი თქმით,  მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტი მაქსიმალურად ითვალისწინებს რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენელთა საჭიროებებს. მათვე გამოთქვეს სურვილი, აქტიურად ითანამშრომლონ მსჯავრდებულთათვის საჭირო ღონისძიებებში.

სამუშაო შეხვედრა შეაჯამა რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა რელიგიური ორგანიზაციების მზადყოფნას, ერთობლივად განახორციელონ ღონისძიებები, რომლებიც მსჯავრდებულთა რესოციალიზაციას შეუწყობს ხელს.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ:   სპეციალური პენიტენციური  სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის წარმომადგენელი ინგა გოდოლაძე-ქორიძე, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მოძღვრები ლევან ალადაშვილი და იოანე გორელაშვილი, საქართველოს ებრაელთა  კავშირის თავმჯდომარე მერაბ ჩანჩალაშვილი, მუსლიმთა სამმართველოს შეიხი ფაიგ ნაბიევი, აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი ეტიბარ ემინოვი, სამმართველოს წარმომადგენელი ოქტაი ისაევი, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის წარმომადგენელი თეიმურაზ ბარდაველიძე, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის პასტორი შმაგი ჭანკვეტაძე, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის პასტორი გურამ იმერლიშვილი და წარმომადგენლები ნინო გოქსაძე და მაია იმერლიშვილი, ეზიდთა სასულიერო საბჭოს თავმჯდომარე დიმიტრი ფირბარი, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის მოძღვარი იუსიკ არუთინიანი, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის აღმასრულებელი მდივანი ტარიელ პაპინაშვილი და წარმომადგენელი ივანე  გოგაშვილი, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის წარმომადგენელი კახაბერ ჩხაიძე, „ხსნის არმიის“ წარმომადგენლობის დირექტორი, კაპიტანი რევაზ ბახტაძე, მეშვიდე დღის ადვენტისტთა წინამძღვარი ბორის ჭარაია, რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე და სააგენტოს თანამშრომლები.






View Larger Map