მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ირანის საელჩომ და რელიგიის სააგენტომ საქველმოქმედო აქცია გამართეს
29.03.2024
1 / 6


დღეს, თბილისის ჯუმა მეჩეთში, საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩომ და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ მუსლიმი თემის წარმომადგენლებს რამადან ბაირამი მიულოცეს და სოციალურად დაუცველ ადამიანებს ტრადიციულად, ჰუმანიტარული დახმარება - 500 ყუთი სხვადასხვა სახის საკვები დაურიგეს.

ჯუმა მეჩეთში იმყოფებოდნენ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მაჰმუდ ადიბი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, საქართველოში ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის წარმომადგენელი, ჰასან იუსეფზადე არბატი, საქართველოს მუსლიმური სამმართველოს შეიხი, ფაიგ ნაბიევი, აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი, ეტიბარ ემინოვი, ირანის საელჩოსა და რელიგიის სააგენტოს თანამშრომლები.

ირანის ელჩმა მადლობა გადაუხადა რელიგიის სააგენტოს საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობისთვის.






View Larger Map