ისლამური სამყარო დღეს მირაჯის ღამეს - წინასწარმეტყველ მუჰამადის ღამით იერუსალიმში მოგზაურობას და ცად ამაღლებას აღნიშნავს, როდესაც მუჰამადი შუამავლების გარეშე ესაუბრა ღმერთს. ამ მოგზაურობასთან არის დაკავშირებული მუსლიმთათვის სხვა ვალდებულებებთან ერთად, დღეში ხუთჯერ ლოცვის დაწესება.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მუსლიმ თემს ულოცავს მირაჯის ღამეს, სიკეთესა და ბედნიერებას უსურვებს მათ.