დღეს ისლამური სამყარო სამთვეულის დასაწყისად მიჩნეულ რეღაიბის ღამეს აღნიშნავს. რეღაიბი ვედრების აღსრულების ღამეს ნიშნავს. მუსლიმანები სამომავლო სურვილების აღსასრულებლად დღევანდელ ღამეს ღმერთისადმი ღვთისმსახურებაში და ვედრებაში ატარებენ.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს მუსლიმ თემს, მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებს მათ.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
