დღეს იუდეველები ერთ-ერთ მნიშვნელოვან დღესასწაულს, ლაგ-ბაომერს ზეიმობენ. ლაგ-ბაომერი უძველესი იუდეური დღესასწაულია, რომელიც, გადმოცემის თანახმად, რომაელთაგან დაპყრობილ ისრაელში თორის სწავლების აკრძალვასა და ებრაელთა პროტესტს, რომაელებზე ებრაელთა გამარჯვებას უკავშირდება. ლაგ-ბაომერი მხიარული დღესასწაულია, ებრაელები ამ დღეს ზეიმში, ლოცვაში, სიმღერასა და ცეკვაში ატარებენ.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ლაგ ბა-ომერს საქართველოს ებრაულ თემს და კეთილდღეობას, წარმატებას უსურვებს მათ.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
