29-30 სექტემბერს იუდეველები როშ-ჰაშანას - ებრაულ ახალ წელიწადს ზეიმობენ. როშ-ჰაშანა ებრაელთათვის გასულ წელზე სულიერი ანგარიშის პერიოდია, როცა ყოველი ებრაელი ინანიებს საკუთარ შეცდომებსა და ცოდვებს, დღესასწაული თიშრეის (ებრაული კალენდრის თვე) პირველი ორი დღის განმავლობაში აღინიშნება.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა იუდეველს, განსაკუთრებით კი საქართველოს ებრაელ თემს როშ-ჰაშანას დღესასწაულს ბედნიერ, ნაყოფიერ და მშვიდობიან წელს უსურვებს მათ.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
