მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
იუდეველების და მუსლიმების შეხვედრა თბილისის დიდ სინაგოგაში
14.01.2016
1 / 6


    

 12 იანვარს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით თბილისის დიდ სინაგოგაში გაიმართა  ებრაული თემის   შეხვედრა  სულიერი ლიდერის  აიათოლა შაჰრისტანის წარმომადგენელთან სადეგ დესორხთან  და საქართველოს მუსლიმანური თემის წევრებთან.

            შეხვედრა გაცნობითი  ხასიათის იყო. მხარეებმა  აღნიშნეს, რომ  ებრაულ და მუსლიმანურ რელიგიებს ბევრი რამ აქვთ საერთო და რომ  აუცილებელია   შემდგომი თანამშრომლობისა  და ურთიერთობის გაღრმავება.

            შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს მსოფლიოში მშვიდობის  დასამყარებლად რელიგიური ორგანიზაციებისა და  მათი სულიერი ლიდერების განსაკუთრებულ  როლსა და პასუხისმგებლობაზე,  იმ   ღირებულებებსა და ფასეულობებზე, რომლებიც უნდა აერთიანებდეს ერებსა და ქვეყნებს. 

            აღინიშნა, რომ ამ მხრივ  საქართველო გამორჩეული ქვეყანაა და  ის ტრადიცია, რომელიც  მას გააჩნია,  ის ტოლერანტული გარემო, რომელიც  აქ სუფევს, მსოფლიოსათვის მაგალითი უნდა გახდეს.  

            სტუმარი  აღაფრთოვანა    თბილისის ძველმა  უბანმა, მეიდანმა და აღნიშნა, რომ ეს  ადგილი არის  სხვადასხვა  აღმსარებლობის ადამიანების მშვიდობიანი თანაცხოვრების, ურთიერთპატივისცემისა და მეგობრობის  შესანიშნავი  დასტური, ცოცხალი მუზეუმი.  

            მხარეებმა ისაუბრეს  უახლოეს მომავალში აიათოლა შაჰრისტანის საქართველოში  სტუმრობის შესახებაც.

            შეხვედრას ესწრებოდნენ: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე - ზაზა ვაშაყმაძე, სააგენტოს საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის უფროსი- გელა კვარაცხელია და  ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი - მალხაზ აფციაური, რაბინი  რახამინ მურდუხაშვილი, თბილისის დიდი სინაგოგის გამგეობის თავმჯდომარე მერაბ ჩანჩალაშვილი, საქართველოში მუსლიმანთა კულტურული ცენტრის  „ალულბეითის“  პრეზიდენტი  ფაიგ  ნაბიევი,  ებრაული და მუსლიმანური თემის   სხვა წევრები. 






View Larger Map