მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ჯუმა მეჩეთში ირანის საელჩოს, მუსლიმთა სამმართველოსა და რელიგიის სააგენტოს ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გაიმართა
07.03.2025
1 / 6


საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩომ, მუსლიმთა სამმართველომ და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ, რამადანის (მარხვის) თვის დაწყებასთან დაკავშირებით, დღეს, თბილისის ჯუმა მეჩეთში, მუსლიმ მრევლს ჰუმანიტარული დახმარება - 800 ყუთი სხვადასხვა სახის საკვები გადასცეს.

აქციაში მონაწილეობდნენ: ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მაჰმუდ ადიბი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი ფაიგ ნაბიევი, აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი ეტიბარ ემინოვი, ირანის საელჩოსა და რელიგიის სააგენტოს თანამშრომლები.

საქველმოქმედო ტვირთი თანაბრად გაუნაწილდებათ სუნიტი და შიიტი თემის წარმომადგენლებს. აქცია ტრადიციულია და ყოველ წელს იმართება.






View Larger Map