მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
კათოლიკეები ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობენ
17.04.2022
1 / 5


კათოლიკური სამყარო დღეს უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს, იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობს. აღდგომა ცოდვათა დამარცხებისა და სულიერი ამაღლების დღესასწაულია, რომელიც ყველა ქრისტიანისთვის გამორჩეულად ძვირფასია.

თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აყვანების კათოლიკურ კათედრალურ ტაძარში გამართულ სააღდგომო ლიტურგიას, ტრადიციულად,  ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო უძღვებოდა.

საქართველოს მთავრობისა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სახელით, კათოლიკური ეკლესიის სასულიერო დასსა და ტაძარში შეკრებილ მრევლს დღესასწაული მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ.

საზეიმო მსახურებას ესწრებოდნენ სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი სპეციალისტი, სერგო ფარულავა, ანალიტიკოსი გიორგი პატაშური და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის იურისტი, ალექსანდრე შეყილაძე.






View Larger Map