მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
კათოლიკეები ქრისტეშობას ზეიმობენ
24.12.2020
1 / 5


დღეს კათოლიკური ეკლესია ქრისტეშობას ზეიმობს. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ კათოლიკურ ტაძრებში საზეიმო ლიტურიგია გაიმართა, თუმცა, პანდემიურ ფონთან დაკავშირებით, ტრადიციული ღამისთევის გარეშე. მათ შორის, თბილისშიც, ღვთისმშობლის ამაღლების ტაძარში, სადაც ღვთისმსახურებას ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო უძღვებოდა. ღვთისმსახურებას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი უკლება და სააგენტოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.  

სააგენტოს თავმდჯომარემ სასულიერო პირებსა და მრევლს საქართველოს პრემიერ-მისტრის სახელით ქრისტეშობა მიულოცა და მადლობა გადაუხადა მათ აქტიური თანამშრომლობისათვის, უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული - ქრისტეშობა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ზაზა ვაშაყმაძემ განსაკუთრებით აღნიშნა, რომ კოვიდ პანდემიის მიუხედავად, სახელმწიფომ  ყველა რელიგიურ ორგანიზაციასა და მრევლს, რომლებიც შობას დღეს აღნიშნავენ, ღამით გადაადგილების ნებართვა მისცა, თუმცა, მორწმუნეებმა მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს, გაითვალისწინეს რომის და სხვა ეკლესიების მაგალითი და ტრადიციულ ღამისთევაზე თავადვე თქვეს უარი.   






View Larger Map