კათოლიკური სამყარო დღეს წმინდა იოსებ დამწინდველს იხსენიებს. ქალწულების აღთქმის დადების შემდგომ, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მეურვეობა ოთხმოცი წლის იოსებს მიანდეს, რომელსაც ანგელოზმა აუწყა, რომ ქალწული მარიამისგან ძე ღვთისა უნდა შობილიყო.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციასა და მის მრევლს წმ. იოსების ხსენების დღეს, კეთილდღეობასა და მშვიდობას უსურვებს მათ.