დღეს, 2 თებერვალს, კათოლიკური სამყარო ერთ-ერთ საუფლო დღესასწაულს, მირქმას - მაცხოვრის მიგებებას აღნიშნავს, დღეს, როცა მაცხოვარი იერუსალიმის ტაძრად მიიყვანეს, სადაც იგი წინასწარმეტყველმა სვიმეონ მართალმა იხილა. მირქმა უძველესი დღესასწაულია და იგი საზეიმოდ აღინიშნება.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციას, ყველა კათოლიკეს მირქმის დღესასწაულს, წინსვლასა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.