მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
კათოლიკური ეკლესია ქრისტეშობას დღესასწაულობს
25.12.2022
1 / 3


კათოლიკეები დღეს უფლის დაბადებას - ქრისტეშობას ზეიმობენ. საშობაო ღვთისმსახურებას თბილისის ღვთისმშობლის ამაღლების კათოლიკურ ეკლესიაში ეპისკოპოსი, ჯუზეპე პაზოტო უძღვებოდა.

ტაძარში შეკრებილ მრევლსა და სასულიერო პირებს მიესალმა და შობის დღესასწაული მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ: „საქართველოს მთვრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელით მოგილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს და მინდა, პირველ რიგში, გისურვოთ სიყვარული, სიკეთე, რწმენა და იმედი“.

საზეიმო მსახურებას ესწრებოდნენ: რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ავთანდილ კვერნაძე, უფროსი სპეციალისტი, დავით დავითაშვილი, იურისტი, ალექსანდრე შეყილაძე და სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი სპეციალისტი, სერგო ფარულავა.






View Larger Map