კათოლიკური ეკლესია დღეს ღვთის განცხადებას აღნიშნავს. ეპიფანია უძველესი ქრისტიანული დღესასწაულია და ქრისტეშობასა და მის თანმდევ მოვლენებს ეძღვნება.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციას, საქართველოში მცხოვრებ კათოლიკეებს დღესასწაულს და სიკეთეს, სიხარულს უსურვებს.