მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
კათოლიკური ეკლესია უფლის აღდგომას დღესასწაულობს
31.03.2024
1 / 3


უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს, აღდგომას ზეიმობს დღეს კათოლიკური სამყარო. ყველა კათოლიკური ტაძარი საზეიმოდაა მორთული და იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას აღნიშნავს.

სააღდგომო ლიტურგია, ტრადიციულად, თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აყვანების კათოლიკურ კათედრალურ ტაძარში შედგა. სადღესასწაულო მსახურებას უძღვებოდა ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო.

კათოლიკური ეკლესიის სასულიერო დასსა და ტაძარში შეკრებილ მრევლს, საქართველოს მთავრობისა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სახელით, აღდგომის დღესასწაული მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსმა, ნინო ჭავჭავაძემ.

საზეიმო მსახურებას ესწრებოდნენ სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი სპეციალისტი სერგო ფარულავა, ანალიტიკოსები ზვიად ტყაბლაძე და გიორგი პატაშური.






View Larger Map