მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
კათოლიკური სამყარო აღდგომას ზეიმობს
09.04.2023
1 / 5


კათოლიკური სამყარო დღეს უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს, იესო ქრისტეს აღდგომას ზეიმობს.

თბილისში სააღდგომო ლიტურგია მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აყვანების კათოლიკურ კათედრალურ ტაძარში შედგა. სადღესასწაულო წირვას ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო უძღვებოდა.

სიმბოლური იყო, რომ ტაძარში ნათლობის რიტუალი შესრულდა და ქრისტიანთა რიგებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე კიდევ ერთი ახალგაზრდა ყმაწვილი შეემატა.

კათოლიკური ეკლესიის სასულიერო დასსა და ტაძარში შეკრებილ მრევლს, საქართველოს მთავრობისა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სახელით, აღდგომის დღესასწაული მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ: „მჯერა, რომ ღვთის წყალობით,  მშვიდობა დაისადგურებს ჩვენს გულებში და აღდგომის ძალა და მადლი იქნება მრავალი გამარჯვების საწინდარი“ .

საზეიმო მსახურებას ესწრებოდნენ სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის ანალიტიკოსი ზვიად ტყაბლაძე და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის იურისტი, ალექსანდრე შეყილაძე.






View Larger Map