მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
კათოლიკური სამყარო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღეს აღნიშნავს
15.08.2021
1 / 1


დღეს კათოლიკური სამყარო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღეს აღნიშნავს. მარიამობა თორმეტ უდიდეს საუფლო დღესასწაულთაგანია. ქრისტიანული რწმენით, ღვთისმშობელს მისი მიძინების დღე უფალმა მთავარანგელოზ გაბრიელის მიერ ახარა, რომელიც მას ზეთისხილის მთაზე ლოცვისას გამოეცხადა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მოციქულებმა გეთსიმანიის ქვაბულში დაკრძალეს. მესამე დღეს ქვაბულის ლოდი გადააგორეს და აღმოაჩინეს, რომ ღვთისმშობელი უფალმა მკვდრეთით აღადგინა და ზეცად აღამაღლა. ამიტომ ეკლესია ღვთისმშობლის აღსასრულს მიძინებას უწოდებს.

ხვალ ქართველი კათოლიკეები თბილისის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ზეცად აყვანების საკათედრო ტაძრის დღეასწაულს იზეიმებენ.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მარიამობას ულოცავს ყველა კათოლიკეს.






View Larger Map