მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
კონფერენცია „რელიგია და კანონის უზენაესობა“ გაიხსნა
26.06.2023
1 / 37


„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და ამერიკის შეერთებული შტატების არასამთავრობო ორგანიზაციის, „გლობალური ჩართულობის ინსტიტუტი“, ინიციატივითა და ორგანიზებით,  მუშაობა დაიწყო საერთაშორისო კონფერენციამ თემაზე: „რელიგია და კანონის უზენაესობა“.

კონფერენციის პირველი სესია გახსნეს და სტუმრებს მიესალმნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე და „გლობალური ჩართულობის ინსტიტუტის (IGE)“ ვიცე პრეზიდენტმა, ჯეიმს ჩენიმ. გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს თემის აქტუალურობას და მნიშვნელობას თანამედროვე მსოფლიოსთვის.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატებული სტარტი უსურვეს  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ და საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ.

პირველი მოხსენებით, თემაზე - რელიგიის თავისუფლების გლობალური მიმოხილვა, კონფერენციის მონაწილეებს მიმართა ამერიკელმა ექსპერტმა, ნადინე მაენზამ.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, ისაუბრა თემაზე - რელიგიის თავისუფლების საფრთხეები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მან ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ ოკუპრებულ საქართველოს ტერიტორიებზე დარჩენილი ქართველი მოსახლეობის უმძიმეს ვითარებასა და სხვადასხვა რელიგიური კონფესიების საკულტო ნაგებობების, განსაკუთრებით, მართლმადიდებლური ტაძრების სავალალო მდგომარეობას,  ქართული კვალის წაშლის მცდელობებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.

თემაზე - რელიგიისა და რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებული საერთაშორისო ადამიანის უფლებები ისაუბრა პროფესორმა ელიზაბედ კლარკმა (ა.შ.შ.),რელიგიის თავისუფლება და ეროვნული უსაბრთხოებაზე სამართლის პროფესორმა დოქტორ ერიკ ჯენსენმა (ა.შ.შ.), საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების მრგვალი მაგიდის გლობალურ ქსელზე -  გრეგ მიტჩელმა (ა.შ.შ.).

მოხსენებების შემდეგ გამოვიდნენ საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების ლიდერები. კერძოდ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის  ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტმა, დანიელმა (დათუაშვილი), ქართველ ებრაელთა კავშირის თავმჯდომარემ, მერაბ ჩანჩალაშვილმა, დასავლეთ საქართველოს მუფტმა, ადამ შანთაძემ, სახარების რწმენის ეკლესიის ეპისკოპოსმა, ოლეგ ხუბაშვილმა, საქართველოს კათოლიკური ეკლესიის მოძღვარმა, აკაკი ჭელიძემ, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის პასტორმა, შმაგი ჭანკვეტაძემ, საქართველოს ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის თავმჯდომარემ, ეპისკოპოსმა გია კანდელაკმა, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის პასტორმა, ჩარლზ ჰობლიცმა ისაუბრეს რელიგიის თავისუფლების კუთხით საქართველოში არსებულ ვითარებაზე.

საერთაშორისო კონფერენცია მუშაობას ხვალ განაგრძობს.






View Larger Map