მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ლიეტუვას ელჩი რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელს შეხვდა
04.02.2021
1 / 5


დღეს, 4 თებერვალს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე ლიეტუვას რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ანდრიუს კალინდრას შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელიც გაცნობით ხასიათს ატარებდა, სააგენტოს თავმჯდომარემ ელჩს გააცნო სააგენტოს საქმიანობა, განხორციელებული პროექტები და საზოგადოდ, საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებას, ინტერრელიგიური სათათბიროს საქმიანობასა და ყოველწლიურ, ტრადიციულ კონფერენციებს „ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის“.

ანდრიუს კალინდრამ მადლობა გადაუხადა რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელს და სააგენტოსთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. ელჩმა სააგენტოს ხელმძღვანელს შესთავაზა ერთობლივი ძალებით გამოფენის მოწყობა, რომლის ფორმატიც ითვალისწინებს რელიგიური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში მათი რელიგიურ-კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ნიმუშები გამოფენას. შეხვედრის დასასრულს, ელჩმა კალინდრამ რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე ვიზიტით ლიეტუვაში მიიწვია.






View Larger Map