ევანგელურ-ლუთერული ეკლესია დღეს ქრისტეშობას ზეიმობს. თბილისის ევანგელურ-ლუთერულ შერიგების ეკლესიაში ქრისტეშობისადმი მიძღვნილი საშობაო ლიტურგია გაიმართა, რომელსაც ეპისკოპოსი როლფ ბარაისი უძღვებოდა. ტაძარში შეკრებილთ შობის დღესასწაული სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსმა, ნინო ჭავჭავაძემ მიულოცა.
საზეიმო მსახურებას ესწრებოდნენ: რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი სპეციალისტი სერგო ფარულავა და ანალიტიკოსი გიორგი პატაშური.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
