მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
მართლმადიდებელი ეკლესია ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს
13.12.2017
1 / 1


სამოციქულო ეკლესია დღეს ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანის, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენებას აღნიშნავს.  წმინდა მოციქულს უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ამიტომაც ეწოდა მას პირველწოდებული. უდიდესია ანდრია პირველწოდებულის როლი  საქართველოსათვის - გადმოცემის თანახმად, ღვთისმშობლის მიძინების შემდგომ, თავისი მეოთხე, საბოლოო მისიონერული მოგზაურობისას მოციქული  საქართველოში ჩამოვიდა და იქადაგა ქრისტეს სიტყვა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს სამოციქულო  ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებელ მრევლს დღესასწაულს, მშვიდობასა და სიხარულს უსურვებს მათ.






View Larger Map