მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
მართლმადიდებელი სამყარო ჯვართამაღლებას აღნიშნავს
27.09.2017
1 / 1


მართლმადიდებელი სამყარო დღეს ჯვართამაღლებას ზეიმობს.  გადმოცემის თანახმად, 335 წელს, რომის იმპერატორ კონსტანტინე პირველის დედის, ელენე დედოფლის ბრძანებით, იერუსალიმის მახლობლად იპოვეს ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი ეწამა. იერუსალიმის პატრიარქმა ჯვარი აღმართა - აღამაღლა, რომ იგი ყველას ეხილა.

            იესოს ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლება სულიერი ამაღლების მაგალითია ყოველი ქრისტიანისთვის. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ამ დღეს, ცხოველმყოფელი ჯვრის მადლი და ძალა გფარავდეთ.






View Larger Map