მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
მართლმადიდებლები ჯვართამაღლებას აღნიშნავენ
27.09.2023
1 / 1


27 სექტემბერს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს. ამ დღეს დაწესებულია ერთდღიანი მარხვა. ჯვართამაღლების დღესასწაული მე–4 საუკუნეში დაწესდა. 355 წელს, იერუსალიმის მახლობლად აღმოაჩინეს მაცხოვრის ჯვარი, რომელზეც ეწამა კაცობრიობის მხსნელი. ხალხის დიდი ინტერესის გამო, პატრიარქმა მაკარიოსმა აღმართა ანუ აღამაღლა იგი. იესოს ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლება სულიერი ამაღლების მაგალითია ყოველი ქრისტიანისთვის.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ჯვართამაღლებას ულოცავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას და მართლმადიდებელ მრევლს, ცხოველმყოფელი ჯვრის მადლი და ძალა გფარავდეთ.






View Larger Map