მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
მართლმადიდებლები მირქმას ზეიმობენ
15.02.2023
1 / 1


დღეს, 15 თებერვალს, მართლმადიდებელი ქრისტიანები ღვთისადმი მადლიერების ნიშნად, ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთ საუფლო დღესასწაულს, მირქმას - მაცხოვრის მიგებებას აღნიშნავენ. ამ დღეს იერუსალიმის ტაძარში მიყვანილ ყრმა იესოს  სვიმეონ მართალი მიეგება და „მიირქვა მან მკლავთა თვისსა“ (ხელში აიყვანა) - სვიმეონ მიმრქმელს ჩვენება ჰქონდა, რომ იქამდე არ მიიცვლებოდა, ვიდრე ამ ქვეყნად მოსულ მაცხოვარს არ იხილავდა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და  მრევლს მირქმის საუფლო დღესასწაულს.