დღეს,6 მაისს, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია დიდი ქრისტიანული წმინდანის, გიორგი კაპადოკიელის ხსენებას -აღსრულების დღეს აღნიშნავს. წმინდა დიდმოწამე გიორგი ქართველთათვის გამორჩეული წმინდანია, იგი საქართველოს მფარველად ითვლება. საქართველოს წმინდა გიორგის ქვეყანას, გეორგიას უწოდებდნენ. უამრავი ლეგენდაა იმისშესახებ, თუ როგორშეეწეოდა წმინდა გიორგი ქართველთა ლაშქარს მრავალრიცხოვან მტერთან ბრძოლაში, მათშორის დიდგორის ბრძოლაშიც.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოულოცავს ყველა მართლმადიდებელს გიორგობის დღესასწაულს, მისი მადლი და ძალა შეგწეოდეთ თითოეულ თქვენგანს და სრულიად საქართველოს.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
