27 სექტემბერს მართლმადიდებელი სამყარო უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს ჯვართამაღლებას ზეიმობს. მისი წარმოშობის შესახებ არსებობს სხვადასხვა გადმოცემა. ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებულის მიხედვით, ჯვართამაღლება უკავშირდება რომის იმპერატორ კონსტანტინეს დედის, ელენე დედოფლის ძალისხმევით იერუსალიმთან ახლოს, იმ ჯვრის პოვნას, რომელზედაც მაცხოვარი ეწამა. იერუსალიმის მაშინდელმა პატრიარქმა მაკარიოსმა ეს ჯვარი აღმართა (აღამაღლა). აქედან წარმოდგება დღესასწაულის სახელწოდება - „ჯვართამაღლება“.
იესოს ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლება სულიერი ამაღლების მაგალითია ყოველი ქრისტიანისთვის. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ამ დღეს და უსურვებს ცხოველმყოფელი ჯვარის მადლისა და ძალის მფარველობას.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
