დღეს სულიერ ქრისტიან-მოლოკანთა თემი ერთ-ერთ მთავარ საუფლო დღესასწაულს, ბზობა-ბაიაობას ზეიმობს. ბზობა მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას აღნიშნავს და მრევლი მას აღდგომის წინა კვირას ზეიმობს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ქრისტიან-მოლოკანთა თემს ბზობის დღესასწაულს და მშვიდობას უსურვებს მათ.