მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
მორიგი სამუშაო შეხვედრა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში
19.03.2019
1 / 1


დღეს, 19 მარტს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ფარგლებში რელიგიის თავისუფლების გარანტირების თემაზე მომუშავე ჯგუფის მეოთხე შეხვედრა გაიმართა. სამუშაო ჯგუფის მიზანია, საქართველოში წარმოდგენილ კონფესიებში რელიგიის თავისუფლების რეალიზებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობა; ამასთან, ისეთი პოლიტიკის განსაზღვრა და კანონმდებლობის შემუშავება, რომელიც  უზრუნველყოფს რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებას.

            სამუშაო ჯგუფს წარმოადგენდნენ: საქართველოში მოქმედი  რელიგიური ორგანიზაციების ხელმძღვანელი სასულიერო პირები, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, სააგენტოს თანამშრომლები, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრას უძღვებოდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე.






View Larger Map