მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
მოხსენება გაეროში ადამიანის უფლებებზე
10.11.2015
1 / 1


ჟენევაში, 10 ნოემბერს, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში, მოისმინეს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოს დელეგაციის ანგარიში. ანალოგიური დოკუმენტი საქართველომ პირველად 2010 წელს წარადგინა.

უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა გაეროს უნიკალური პროცესია, რომელიც მოიცავს გაეროს ყველა ქვეყნის ანგარიშს ადამიანის უფლებების, მათ შორის, რელიგიური უფლებებისა და თავისუფლების დაცვის საკითხებზე. ესაა ტრიბუნა, რომელიც ყველა წევრ სახელმწიფოს საშუალებას აძლევს  იმსჯელოს გაეროს ქვეყნებში ადამიანის უფლებების მდგომარეობისა და აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ. საქართველოს სამთავრობო დელეგაციაში ადამიანის რელიგიური უფლებებისა და თავისუფლების საკითხებს წარმოადგენს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, არჩილ მეტრეველი. ღონისძიება  13 ნოემბერს დასრულდება.

 

 

 

 






View Larger Map