27 მაისს მუსლიმები რამაზნის - მარხვის თვის დაწყებას აღნიშნავენ. რამაზნის მარხვაში განთიადიდან მზის ჩასვლამდე მარხულობს ყველა მუსლიმი, რაც საკვებზე უარის თქმის გარდა, ღვთის საამებელ საქმეებს, ლოცვას, მოწყალებას, მოთმინებას, თავმდაბლობასა და სულიერ სიმშვიდეს გულისხმობს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს მუსლიმ თანამოქალაქეებს რამაზნის დაწყებას და მშვიდობას, წარმატებებს უსურვებს მათ.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
