მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
მუსლიმები ჰიჯრას -ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისს აღნიშნავენ
19.07.2023
1 / 1


დღეს მუსლიმები 622 წელს, წინასწარმეტყველ მუჰამადის მექიდან მედინაში  გადასახლებას, ჰიჯრას აღნიშნავენ - მუჰამადმა დაკარგა თავისი ტომის მფარველობა და მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა.

ჰიჯრა, მთვარის კალენდრის მიხედვით, ახალი მუსლიმური წელთაღრიცხვის დასაწყისია. მან გადამწყვეტი როლი ითამაშა ისლამის ფორმირებისა და გავრცელებაში, ასევე, ახლადაღმოცენებული, ცენტრალიზებული სახელმწიფოს იდეოლოგიად გადაქცევის საქმეში. ამ მოვლენასთანაა დაკავშირებული მუსლიმური მთვარის კალენდრის  დასაწყისი.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს მუსლიმებს დღესასწაულს და  წარმატებებს უსურვებს.






View Larger Map