სრულიად მუსლიმური სამყარო ერთ-ერთ მნიშვნელოვან, მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს, ყურბან ბაირამს (იდ ალ-ადჰა) ზეიმობს.
დღესასწაული სამი-ოთხი დღე გრძელდება. ამ პერიოდში მორწმუნის ერთ-ერთი უმთავრესი ვალდებულება ღვთის სიყვარულისა და მორჩილების გამოსახატად მსხვერპლის შეწირვაა. მუსლიმურ ტრადიციაში ეს დღესასწაული აახლოებს ადამიანს ღმერთთან, ხოლო ცხოველის რიტუალური შეწირვა (რომელსაც ურიგებენ ღარიბ-ღატაკებს) გულისხმობს სულიერ მიმართვას ღმერთისადმი.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა მუსლიმს დღესასწაულს და უსურვებს წარმატებებს.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
