მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
მუსლიმთა სამმართველოს 2017 წლის ანგარიშის პრეზენტაცია
04.12.2017
1 / 7


სასტუმრო „გოლდენ პალასის“ საკონფერენციო დარბაზში, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს 2017 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: მუსლიმი სასულიერო პირები, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე,  საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, მუსლიმური ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები და საზოგადო მოღვაწეები.

 მისასალმებელი სიტყვით სტუმრებს მიმართეს აღმოსავლეთ საქართველოს მუფტმა იასინ ალიევმა და დასავლეთ საქართველოს მუფტმა ბეგლარ ქამაშიძემ, ხოლო ანგარიშის პრეზენტაციაზე შეიხმ რამინ იგიდოვმა სტუმრებს  საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მიერ 2017 წელს განხორციელებული პროექტები და საქმიანობა გააცნო.

მოწვეულ სტუმრებთან ერთად საზოგადოებას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ მიმართა, მან ხაზი გაუსვა სახელმწიფოსა და მუსლიმთა სამმართველოს ნაყოფიერ თანამშრომლობას და ამ ურთირთობის დიდ მნიშვნელობას.

ღონისძიების ბოლოს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ  ტრადიციული ისლამის მხარდაჭერაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის სამადლობელი სიგელი გადასცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, ასევე დაჯილდოვდნენ მოწვეული სახელმწიფო უწყებები, სხვადასხვა ორგანიზაციები და საპატიო სტუმრები. 






View Larger Map