მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
მუსლიმური სამყარო რამადან-ბაირამს აღნიშნავს
21.04.2023
1 / 1


რამადან-ბაირამი (იდ ალ-ფიტრი), მუსლიმთათვის ორი  უდიდესი დღესასწაულთაგან ერთ-ერთია, რაც ნიშნავს მარხვის დასრულების, ხსნილის დღესასწაულს, რომელიც აღინიშნება წმინდა რამადანის თვის დამთავრების შემდეგ.

რამადან-ბაირამის დროს მუსლიმები ასრულებენ სადღესასწაულო ლოცვას, ამზადებენ ტრადიციულ კერძებს, გასცემენ მოწყალებას, არიგებენ საჩუქრებს, სტუმრად მიდიან მეგობრებთან და ნათესავებთან, შლიან დიდ საზეიმო სუფრებს. ამიტომაც, რამადანაირამი შერიგების, ერთიანობის, გაძლიერების და ძმობის დღესასწაულია.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო  ულოცავს ყველა მუსლიმს ამ უდიდეს დღესასწაულს, წარმატებებს, სიკეთეს და  მშვიდობას უსურვებს მათ






View Larger Map