მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
მუსლიმური თემის წარმომადგენელთა შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან
26.05.2020
1 / 17


 დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი,  გიორგი გახარია მუსლიმური თემის წარმომადგენლებს შეხვდა და წმინდა თვე, რამაზანი მიულოცა. სიტყვით გამოსვლისას
პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებულად აღნიშნა საქართველოში სხვადასხვა რელიგიათა წარმომადგენლებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა, რაც ქვეყნის მშვიდობიან განვითრებას უწყობს ხელს.  გიორგი გახარიამ სტუმრებს რამაზან-ბაირამი მიულოცა, მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა მათ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, საქართველოს მთავრობის მეთაური რამაზან-ბაირამს მისი სახელით გამართულ ვახშამზე, იფთარზე მასპინძლობს. წლევანდელი შეხვედრის ფორმატი კი, კოვიდ 19-ის პანდემიის გამო, რასაკვირველია, განსხვავებული იყო.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას საქართველოს მუსლიმთა შეიხი, რამინ იგიდოვი, დასავლეთ საქართველოს მუფტი, ადამ შანთაძე, აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი, იასინ ალიევი, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლები, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი უკლება, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ნათია მეზვრიშვილი, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეები, ბერდია სიჭინავა და გიორგი სახოკია დაესწრნენ.






View Larger Map