სახარება გვაუწყებს, რომ ბრწყინვალე აღდგომიდან მეორმოცე დღეს უფალი უკანასკნელად გამოეცხადა თავის მოწაფეებს, მოუწოდა სულიწმიდის მოფენამდე დარჩენილიყვნენ იერუსალიმში, შემდეგ კი წასულიყვნენ და ყველასთვის ექადაგათ სახარება მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით. ამ სიტყვების მერე ქრისტე მოწაფეთა თვალწინ ამაღლდა ზეცაში.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოში სომეხთა წმინდა სამოციქულო მართლმადიდებელ, კათოლიკე, ევანგელურ–ლუთერულ, ევანგელურ-ბაპტისტურ, ევანგელურ-პროტესტანტულ, სახარების რწმენის ეკლესიებსა და სულიერ ქრისტიან-მოლოკანთა თემს, ყველა იმ ქრისტიანს, ვინც დღეს აღნიშნავს ამაღლების დღესასწაულს.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
