მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
პარიზში შედგა შეხვედრა საფრანეგთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველთან რელიგიურ საკითხებში ჟან-კრისტოფ პოსელთან
23.04.2015
1 / 2


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე თანმხლებ დელეგაციასთან ერთად განაგრძობს ვიზიტს საფრანგეთის რესპუბლიკაში. ვიზიტის ფარგლებში პარიზში შედგა შეხვედრა საფრანეგთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველთან რელიგიურ საკითხებში ჟან-კრისტოფ პოსელთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხეო ევროპასა და მსოფლიოში რელიგიურ ტენდენციებსა და ამ მიმართულებით საქართველოსა და საფრანგეთის სახელმწიფოების ხედვის გაზიარებას. შეხვედრისას ხაზი გაესვა მსოფლიოს საერთაშორისო პოლიტიკაში რელიგიის როლის ზრდას და ამ მხრივ გაჩენილ ახალ გამოწვევებს. მხარეებმა ერთმანეთს გააცნეს საკუთარი სახელმწიფოების გამოცდილება და შეთანხმდნენ შემდგომ თანამშრომლობაზე.

დღესვე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია ეწვია ლევილის ქართულ მამულს და ქართველთა სასაფლაოს. ასევე, შედგა შეხვედრა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ემიგრანტული მთავრობის წევრების შთამომავლებთან.

 
  •  





View Larger Map