მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
პრემიერ-მინისტრის სახელით მუსლიმი თემისთვის იფტარი გაიმართა
20.04.2023
1 / 8


„იფტარის აღნიშვნა არის ჩვენი ერთობის, ჩვენი ძმობის და მეგობრობის კიდევ ერთი დასტური. ჩვენ ერთმანეთის რწმენას, ტრადიციას, კულტურას განსაკუთრებულ პატივს ვცემთ. ეს არის საგანძური, რითაც ჩვენ, ყველანი, ვამაყობთ. ეს ჩვენი მემკვიდრეობა დაგვიტოვეს ჩვენმა წინაპრებმა. ამიტომ, ყოველი ხელისუფალი არის ვალდებული, რომ ეს მემკვიდრეობა, ეს ჩვენი საგანძური შეინარჩუნოს, განამტკიცოს და გადასცეს მომავალ თაობას.“- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რამადან ბაირამთან დაკავშირებულ ტრადიციულ იფტარზე (ვახშამზე), რომელიც საქართველოს მუსლიმი თემის პატივსაცემად,  საქართველოს მთავრობის სახელით გაიმართა. რესტორან „ფუნიკულიორის“ წვეულებათა დარბაზში იფტარს მთავრობის, მუსლიმი თემის, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოში აკრედიტებული მუსლიმური სახელმწიფოების ელჩები ესწრებოდნენ.

            პრემიერ-მინისტრმა მუსლიმებს რამადან-ბაირამი წინასწარ მიულოცა და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო მუსლიმი მოქალაქეების წარმომადგენელთა გამორჩეულ როლს ქვეყნის აღმშენებლობაში. ირაკლი ღარიბაშვილმა გაიხსენა მისი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, 2014 წელს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შექმნის ფაქტი, რამაც რელიგიების გაძლიერებაზე ზრუნვა უმაღლეს სახელმწიფოებრივ რანგში აიყვანა. შედეგად - დღეისათვის მუსლიმი თემისათვის გადაცემულია 228 მეჩეთი და ეტაპობრივად, კანონის დაცვით მოხდება დარჩენილი 70 მდე მეჩეთის გადაცემა.

ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თვმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, რომელმაც ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის დამოკიდებულებაზე რელიგიური უმცირესობების, მათ შორის, მუსლიმი თემის წარმომადგენელთა მიმართ.

ღონისძიებას დაესწრნენ: აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, თეა ახვლედიანი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლერი ბარნაბიშვილი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს მუსლიმთა შეიხი, რამინ იგიდოვი, დასავლეთ საქართველოს მუფთი, ადამ შანთაძე, აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი, ეტიბარ ემინოვი, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლები, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლები.

დასასრულს, შეხვედრის მონაწილეებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს






View Larger Map